|
2018-04-30 18:40:21, 1012 ნახვა
სამხედრო
იზორია სამხედროებს: თქვენ ასრულებთ ყველაზე ძლიერ და საპატიო ვალდებულებას, რასაც სამშობლოს დაცვა ჰქვია
"თქვენ, სამხედროები ასრულებთ ყველაზე ძლიერ და საპატიო ვალდებულებას, რასაც სამშობლოს დაცვის ვალდებულება ჰქვია", - ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეკრებილ ჯარისკაცებს. მინისტრმა მათ შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანამ მთელ მსოფლიოს უჩვენა ურყევი ნება, იყოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. „წელს როდესაც 10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ჩვენ ისევ მტკიცედ ვდგავართ იმ გზაზე რასაც გქვია ჩვენი ქვეყნის თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროში ინტეგრირება და რასაც ჰქვია ნატოში საქართველოს გაწევრიანება. მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად პრობლემებისა ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ურყევი ნება იმისა, რომ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი და ვაჩვენეთ, თუ როგორ შეგვიძლია ვიყოთ ღირსეული პარტნიორები ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისთვის“,- განაცხადა იზორიამ. თავდაცვის მინისტრმა სხვადასხვა სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ ჯარისკაცებს და მათი ოჯახის წევრებს, თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. „მე მინდა თქვენთან ერთად გავიხსენო ყველა დაღუპული სამხედრო მოსამსახურე, რომელიც შეეწირა თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. დაიღუპა საერთაშორისო მისიის ფარგლებში და მე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათი ოჯახის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ჩვენ აქ გვესწრებიან. ისინი არიან თანამებრძოლნი იმ დიდი საქმისა, რადგან მათი ოჯახის წევრები შეეწირნენ და მათი თანდასწრებით ჩვენ ვგრძნობთ უფრო ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას“,- აღნიშნა იზორიამ. ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროს წარმატებებსა და მომავალ გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება. „სიამაყით მინდა აღვნიშნო, ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტის დაწყება. სულ რაღაც 2-3 კვირაში, სწორედ ამ ბაზაზე, ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რითაც ჩვენ სრულ თანხვედრაში ვართ ნატოს მიერ გაჟღერებულ მთავარ სტრატეგიულ ამოცანასთან, რომელიც როგორც წევრი ისე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას და მზადყოფნის ხარისხის ამაღლებას უკავშირდება. ჩვენ ასევე მდგრადობის უზრუნველყოფის კუთხით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები და უკვე მზად ვართ, მთავრობასთან და პარლამენტთან ინტენსიური მუშაობით და საწყისს ეტაპზე ბატონი პრეზიდენტის ჩართულობით ჩვენ უკვე მზად ვართ, წელს ავამოქმედოთ რეზერვის სისტემა, რომელიც მოგვცემს კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობას საზოგადოების ჩართულობის და მისი მობილიზაციისთვის“,- განაცხადა იზორიამ.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)