03:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 16:06:29, 435 ნახვა

საზოგადოება
პროექტი "ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის" გრძელდება

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და ნატოს სამეკავშირეო ოფისი პროექტს - "ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის" აგრძელებს.

პროექტის ფარგლებში სამცხე ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ნატოს სამეკავშირეო ოფისს ეწვივნენ. 

სტუმრებს სიტყვით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ და ნატოს სამეკავშირე ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ მიმართეს. 

შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. სემინარის ფარგლებში მონაწილეებს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან თეონა აქუბარდიასთან შეხვედრის საშუალებაც მიეცათ. 

პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებას და მათ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ჩართვას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics