06:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 13:09:14, 322 ნახვა

საზოგადოება
მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, მე-12 კლასის მოსწავლეები დღეს გამოცდას  4 საგანში - ქართული, ისტორია, უცხო ენა, მათემატიკა ჩააბარებენ.

„გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ  ყველა  სავალდებულო საგანში ტარდება. 4  საგანი  (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია) მოსწავლეებმა  მე-11 კლასის ბოლოს ჩააბარეს.

გამოსაშვები გამოცდები 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით საქართველოს 1600-მდე სკოლაში ერთდროულად დაიწყო. გამოცდებისათვის 44 ათასზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება, საშუალება აქვთ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ.

გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია - ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემის მაქსიმალური დაცულობისათვის ასევე მომზადდა და დაინერგა სპეციალური პროგრამა ე.წ. Gcat browser, რომელიც ტესტირების სრულ დაცულობას უზრუნველყოფს და კომპიუტერის სტანდარტულ შესაძლებლობებს ზღუდავს. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის გამოცდები 25 მაისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics