00:44 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 11:36:54, 338 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება

საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ამის შესახებ   შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსწავლეები გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთ უცხო ენაში და მათემათიკაში ჩააბარებენ.

„21 მაისიდან  უშუალოდ  დაიწყება გამოცდები  და გაგრძელდება 25 მაისის ჩათვლით.  მოსწავლეებს  საშუალება ექნებათ,  რომ ჩააბარონ გამოცდები  ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, მათემატიკასა და ერთ-ერთ უცხოურ ენაში.  მოსწავლეებს, რომლებმაც ვერ ჩააბარეს და ვერ დაძლიეს  ზღვარი ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკაში  ან გეოგრაფიაში მე -11  კლასის გამოცდების დროს  მათ, ექნებათ მეორე შანსი, რომ  კიდევ ერთხელ გამოსცადონ თავისი თავი და ჩააბარონ გამოცდა.  მე-11 კლასელების  გამოცდები ჩატარდება  15 ივნისის შემდეგ, ანუ 16- დან 20- ივნისის ჩათვლით იქნება გამოცდა. ჩატარდება ოთხ საგანში.  ეს არის გეოგრაფია, ბიოლოგია  ფიზიკა და   ქიმია“,-განაცხადა ივა მინდაძემ.

ამასთან, მოსწავლეებს  სკოლებში ნებაყოფლობით მისვლა, ტესტური   დავალებების ნახვა და პროგრამის მუშაობის შემოწმება  შეუძლიათ. პასუხები მათ  შედეგებზე არ აისახება.

 რაც შეეხება უშუალოდ  გამოცდას, მე-12 კლასელები გამოცდებს  21 -დან 24 -მაისის ჩათვლით  ჩააბარებენ.  25 მაისი სარეზერვო დღეა, გამოცდები  შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება.  ქართული ენა და ლიტერატურა,  უცხო ენა, ისტორია და მათემათიკა.  გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა  დღის მეორე ნახევარში იმ მოსწავლეებსაც ექნებათ, რომლებმაც მე-11 კლასში გამოცდა არ ჩაუბარებიათ.

გამოსაშვები გამოცდები  CAT – ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება) პრინციპით ტარდება და მოსწავლეები შედეგებს ადგილზე იგებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდების ჩატარება, სავარაუდოდ 1 700 000 ლარი დაჯდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics