13:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 10:55:25, 359 ნახვა

საზოგადოება
„ნიუ ჰოსპიტალსის“ წარმატება შუააზიის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე

„ნიუ ჰოსპიტალსი“ სამედიცინო ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით 13-15 მაისს ყაზახეთის რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაზე მონაწილეობდა, რამაც განაპირობა არა მარტო სამედიცინო სფეროში მოღვაწე საზოგადოების, არამედ სამთავრობო და ბიზნესწრეების განსაკუთრებული დაინტერესება.   

გამოფენა გახსნეს მთავრობის წარმომადგენელბმა. „ნიუ ჰოსპიტლის“ საგამოფენო სტენდს პირადად ეწვია ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი და დაინტერესება გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. გამოფენის განმავლობაში ქართულმა სტენდმა სამედიცინო ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიების უდიდესი ინტერესი გამოიწვია.

მომავალი თანამშრომლობის სურვილს ასევე გამოთქვამდნენ პრაქტიკოსი ექიმები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურდაღებას ამახვილებდნენ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობაზე, კერძოდ ქართველი კოლეგების მხრიდან მაღალტექნოლოგიური სერვისების პრაქტიკული გამოყენების გაზიარების თაობაზე.

„ნიუ ჰოსპიტლის თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესდნენ არა მარტო დსთ-ს ქვეყნების დელეგაციები, არამედ გამოფენაზე წარმოდგენილი ევროპის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლები. სტრატეგიული მნიშვნელობის თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია საქმიანი შეხვედრა ბატონ ნურჟან ოტარბაევთან, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილეს ნაციონალურ სამედიცინო ჰოლდინგს ხელმძღვანელობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ და სამედიცინო ჰოლდინგის თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრა“,- აცხდებენ „ნიუ ჰოსპიტალსში“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics