00:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 11:59:12, 325 ნახვა

საზოგადოება
რუსთავის გზატკეცილზე მომუშავე მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

რუსთავის გზატკეცილის მშენებლობაზე მომუშავე მუშები კომპანია „სინჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედს“ ხელფასის გაზრდას სთხოვენ.

გაფიცულებს კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა ხელფასის გაზრდაზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. „სინჰიდროს“ წარმომადგენლების თქმით, საკითხის გადასაწყვეტად მათ ვადა 20 მაისამდე ითხოვეს, რადგან ფინანსურ საკითხებზე სათავო ოფისს უნდა მოელაპრაკონ.

როგორც მუშები აცხადებენ, მათი ყოველდღიური ანაზღაურება 21 ლარია და ამ თანხის გაზრდას ისინი მინიმუმ 30 ლარამდე ითხოვენ. „კურიერთან“ საუბრისას მუშებმა განაცხადეს, რომ დოლარის კურსის ცვლილების გამო ხელფასი მათთვის არასაკმარისია, ამიტომ მის გაზრდამდე სამსახურში მისვლას არ აპირებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics