20:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 12:42:44, 339 ნახვა

საზოგადოება
NDI-ის კვლევის თანახმად, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას ძალიან მნიშვნელოვნად გამოკითხულთა მხოლოდ 3% მიიჩნევს

NDI-ის 2015 წლის აპრილის თვეში ჩატარებული კვლევის თანახმად, მხოლოდ გამოკითხულთა  3% მიიჩნევს, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია,19% ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, ასევე 19% ამბობს, რომ ნეიტრალური პოზიცია აქვს, გამოკითხულთა 20%-სთვის სექსუალური უმცირესობების უფლებების  დაცვა უმნიშვნელოა, 29%-ისთვის სრულიად უმნიშვნელოა, 10%-მა არ იცის,  გამოიკითხულთა 1%-მა კი, უარი განაცხადა პასუხზე.
ასევე, გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, 35% ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, 4%-ს ნეიტრალური პოზიცია აქვს, გამოკითხულთა 1% ამბობს, რომ უმნიშვნელოა.
რელიგიური უმცირესობების უფლებების  დაცვა ძალიან მნიშვნელოვნად  გამოკითხულთა 17%-ს  მიაჩნია.53% ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, გამოკითხულთა 18%-ს ნეიტრალური პოზიცია აქვს, 5% მათ დაცვას უმნიშვნელოდ მიიჩნევს, 3% სრულიად უმნიშვნელოდ.
ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა კი ძალიან მნიშვნელოვნად  გამოკითხულთა 15% მიაჩნია. 53% ამბობს, რომ მნიშვნელოვანია., 18%-ს ნეიტრალური პოზიცია აქვს, 6%-ისთვის მათი დაცვა უმნიშვნელოა, 2%-ისთვის სრულიად უმნიშვნელო.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.  NDI-ის კვლევებს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics