|
2015-05-11 11:39:08, 300 ნახვა
საზოგადოება
NDI–ის გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს
NDI–ის საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 44% საქართველოში ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს. 6% „თავისუფალ დემოკრატებს“ ასახელებს, 5% კი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“.ეს არის გამოკითხულთა პირველი არჩევანის მაჩვენებელი. შემდეგ მოდის, "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო"-4%, "ლეიბორისტული პარტია"-3%, "ქართული ოცნება-დემორკატიული საქართველო"-2%, "თავისუფალი საქართველო" 1%. პასუხად "არც ერთს" გამოკითხულთა 23% ამბობს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)