15:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 15:24:27, 343 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის სასახლეში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის 12 ვეტერანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ღირსების ორდენი ასევე გადაეცა პროფესორ მაყვალა ნათმელაძეს საქართველოს ისტორიის კვლევის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე მრავალრიცხოვანი ნაშრომისა და ნაყოფიერი სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობისთვის.

ქვეყნის პირველმა პირმა სახელმწიფო ჯილდოები ვეტერანებს პირადად გადასცა. სახელმწიფოს მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და იმ დამსახურებაზე ისაუბრა, რომელიც თითოეულ მათგანს ქვეყნის წინაშე მიუძღვის.

„მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის დღე, როდესაც კაცობრიობამ ნაბიჯი წინ გადადგმა;  დღე, როდესაც 70 წლის წინ ჩვენმა გმირმა წინაპრებმა სამუდამოდ დაამარცხეს ფაშიზმი. პირველ რიგში ამ დღეს ვულოცავ და ქედს ვიხრი ჩვენი ვეტერანების წინაშე. ეს ადამიანები იბრძოდნენ საკუთარი სამშობლოსა და მთელი კაცობრიობის დასაცავად. დღეს ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლებლობა მისცა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეარსება როგორც ცივილიზებულ კაცობრიობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ვეტერანებს საზეიმო სადილით გაუმასპინძლდა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. გიორგი მარგველაშვილი იქ შეკრებილ ვეტერანებს შეხვდა და მათ ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მიულოცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics