14:01 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 20:37:58, 513 ნახვა

სამხედრო
საინჟინრო ბრიგადაში კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის პირველი დონის ინსტრუქტორთა მომზადების ტრენინგი დასრულდა. დღეს, კურსის დახურვის საზეიმო ცერემონიალი საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. 

სიტყვით გამოსვლისას, გენერალური შტაბის უფროსმა სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ინსტრუქტორებს სწავლების ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. კურსის წარმატებით დასრულება მონაწილეებს კოლინ ტომსონმა, პოლკოვნიკმა მაქსიმილიან ედერმა და საინჟინრო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გოჩა შავგულიძემაც მიულოცეს და კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს.

დღესვე, ამერიკულმა მხარემ სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულს ტრენინგის განმავლობაში გამოყენებული, 95 000 დოლარის ოდენობის საინჟინრო საშუალებები და მატერიალური ქონება გადასცეს. აღჭურვილობის გადაცემასთან დაკავშირებით, აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენელმა, მაიორმა კოლინ ტომსონმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა მამუკა ცხვედიანმა დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ტრენინგი 21 აპრილს დაიწყო. ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში, აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლები (EUCOM) 15 სამხედრო მოსამსახურეს სამი კვირის განმავლობაში ამზადებდნენ. სწავლება სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის ბაზასა და ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მიმდინარეობდა. ტრენინგი განაღმვით ოპერაციებში სამხედრო ინჟინრებით დაკომპლექტებული ასეულის შესაძლებლობების გაზრდას ისახავდა მიზნად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics