12:58 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 23:07:58, 3884 ნახვა

სპეციალური ანონსი
14 დეკემბრის ანონსი

10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: ინგოროყვას 7.

10:30 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: ქ. ქუთაისი, დარბაზი N306.

11:00 საათზე, საჯარო სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმებზე იმსჯელებს.

11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.

11:00 საათზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრესკონფერენციას გამართავს.
კვლევა - „საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ“.
მის.: კახიძის ქუჩა #15.

12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სესია გაიმართება.
მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.

11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ძველი თბილისის და ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია და 2018 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტების არასწორად განაწილება.

14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება პროექტის „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება ქვეყნის მაშსტაბით“ შემაჯამებელი ღონისძიება.
საკონტაქტო პირი: გოჩა გაბოძე 598 35 90 50

15:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განახლებული ოფისი გაიხსნება. გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის.: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N12ა

16:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და ასოციაცია „საქართველო-კულტურათა დიალოგი - XXI“-ის მხარდაჭერით, კულტურის სამინისტროში სახალხო მხატვრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის გიორგი შხვაცაბაიას ალბომის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვება.

17:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, გიგო გაბაშვილის საიუბილეო-რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება.
მის: ლ. გუდიაშვილის ქ. N1

18:00 საათზე, მწერალთა სახლში, ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

18:00 საათზე, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მოადგილე თემურ მურღულია დაესწრებიან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics