|
2015-05-06 15:54:23, 346 ნახვა
საზოგადოება
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. როგორც აღნიშნული კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს წევრების კანდიდატებთან მას მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს და მათი კომპეტენტურობა და კვალიფიკაცია სრულიად შეესაბამება მოსამართლისთვის აუცილებელ თვისებებს. მანვე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვერც ერთი რეფორმა ვერ იმუშავებს სრულყოფილად და ქვეყანა ვერ შეძლებს დემოკრატიულ განვითარებას, თუ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ განხორციელდება. „მართლმსაჯულება სამართლიანი გახდება მაშინ თუ ხელისუფლება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და ასევე, თუ მოსამართლეების არჩევა კვალიფიკაციის და პროფესიული ნიშნით მოხდება. სწორედ ამ მიდგომებს იზიარებს და ითვალისწინებს მოქმედი ხელისუფლება, რაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებელ საქმიანობას განაპირობებს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე მზია თოდუას და ეკატერინე გასიტაშვილის კანდიდატურები წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)