|
2015-04-26 12:25:41, 489 ნახვა
საზოგადოება
მახათაზე მთაზე მშენებარე ივერიის ღვთიმსშობლის ხატის სახელობის ტაძრის აგება დასრულდა
მახათაზე მთაზე მშენებარე ივერიის ღვთიმსშობლის ხატის სახელობის ტაძრის აგება დასრულდა. მიმდინარე სამუშაოები პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. პრემიერი მახათას მთაზე შვილებთან ერთად მივიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე გასაშენებელ ზეთისხილის ბაღში ზეთისხილის ხე დარგო. "ეს არის საოცარი დღე, დიდებული საქმე გაკეთდა, რადგან ამ ტაძარს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და მისი ინციატივით აშენებს მთელი ერი. მჯერა, რომ ეს ტაძარი გახდება სიმბოლო ჩვენი ერის გამთლიანებისა და გაერთიანების. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, რომლის ღვაწლიც დიდია ამ საქმეში, ბატონ პაატა ბურჭულაძეს და თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ტაძრის მშენებლობაში",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი 2011 წელს იკურთხა. 2012წელს საძირკველი გაიჭრა და მშენებლობა დაიწყო. 2015 წლის 26 აპრილს კი ტაძრის აგება დაგუმბათის მშენებლობა დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)