11:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-04 19:44:34, 803 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში დაშავებული ქართველი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი მშვიდობისმყოფელის ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო ბაზაზე, ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლობის შტაბსა და მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ დაეშვა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელობამ და ნატოს ავღანურმა სარდლობამ ერთობლივად მიიღო.

უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი სამხედრო მოსამსახურის, კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილისა და უფროსი ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მათ ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში ოპერაცია დაუყონებლივ ჩაუტარდათ.

 23-ე ბატალიონის ექიმის, კაპიტან ირაკლი ქორთუშვილის განცხადებით, დაშავებული სამხედროები ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და დაგეგმილია მათი გერმანიის ქალაქ ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა. 

კაპრალი გეგა ხარშილაძე კი, ბაგრამის სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გუშინვე გაეწერა და დაკისრებული ამოცანის შესრულებას შეუდგა.

3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპული II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროს სერჟანტს მდინარი ბებიაშვილს სამშობლოში კვირას ჩამოასვენებენ.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics