|
2017-08-04 14:16:03, 695 ნახვა
სამხედრო
გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნა მოინახულა
ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიმდინარეობას პირადად გაეცნო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის პოლიგონზე სასწავლო პროცესის მონახულებამდე, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს მრავალეროვნული სწავლების შტაბში გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და სახმელეთო სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ უმასპინძლეს. უწყების ინფორმაციით, ამერიკელ გენერალს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ სწავლების გეგმა წარუდგინა და ქვედანაყოფების ჩართულობის, მათი როლის, გამოყენებული ტექნიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა საწვრთნელი ველები დაათვალიერა და ყველა მონაწილე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. მან სწავლების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა. გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოს სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ჩამოვიდა. საქართველო ბოლო ქვეყანაა, სადაც ამერიკელი გენერალი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის რანგში ვიზიტს ახორციელებს. სტუმარს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი უკვე შეხვდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)