|
2015-04-24 11:03:01, 613 ნახვა
საზოგადოება
C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება
C ჰეპატიტი სამკურნალო მედიკამენტების პირველი პარტია საქართველოში კვირას ან ორშაბათს შემოვა. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტების რეგისტრაცია სამშაბათს, 28 აპრილს დაიწყება. "მომავალი კვირის განმავლობაში პაციენტები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მკურნალობა ამ პროექტით ისარგებლებენ",- განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეადს" შორის მემორანდუმს ხელი მოეწერა. პროექტის ფარგლებში, მოქალაქისთვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი უფასო იქნება. მკურნალობა კი, თანამედროვე, უაღრესად ეფექტური მედიკამენტებით განხორციელდება. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, სოციალურად დაუცველებისთვის დიაგნოსტიკა უფასო იქნება. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო დიაგნოსტიკის ღირებულების 70%-ს დააფინანსებს, 30%-ს კი-ადგილობრივი ბიუჯეტი. არასოციალურად დაუცველებს დიაგნოსტიკის ღირებულების 30%დაუფინანსდებათ, 70%-ს კი პაციენტი გადაიხდის.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)