16:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 11:05:27, 504 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთში უფასო სამედიცინო მომსახურება 218 პაციენტს გაეწია

სს ,,ქობულეთის სამედიცინო ცენტრში" შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“-ს და შპს „ენმედიცის“ ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცა მიეღო აკად. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის 2 ენდოკრინოლოგის და საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის კარდიოლოგის, რევმატოლოგის, ოფთალმოლოგის, დერმატოლოგის, გინეკოლოგის, ექოსკოპისტის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის და ოჯახის ექიმის კონსულტაცია. ჩატარდა რამდენიმე სახის სამედიცინო კვლევა. აქციის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება სულ 2018 პაციენტს გაეწია.

აქცია, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.

აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე და საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics