19:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 15:43:41, 752 ნახვა

სამხედრო
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა, სამხედრო პოლიციის და ეროვნული გვარდიის ოცეულებმა საზეიმო ცერემონიალი გამართეს.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას. 23-ე ბატალიონის კაპელანმა  მამა ზაზა სოსიაშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და დალოცა.

23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. მშვიდობისმყოფელები სტუმრებს 23-ე ბატალიონის ქალი სამხედროების მიერ მომზადებული ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ და საზეიმო ტორტი გაჭრეს.

საზეიმო ცერომონიალს ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯონ ტომსონი დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს შორის  „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების ამერიკელი, პოლონელი და ჩეხი სამხედროები, ასევე ქართველი სამოქალაქო პირებიც იყვნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics