2015-04-16 10:57:45, 625 ნახვა
საზოგადოება
ღორჯომის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“, შპს "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრის"ექიმები, 18 აპრილს, უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა მიიღოს კარდიოლოგის, ნევროპათოლოგის, უროლოგის, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, ექოსკოპისტის და 2 ოჯახის ექიმის კონსულტაცია. ჩატარდება რამდენიმე სახის სამედიცინო კვლევა.
აქცია, სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ხულოს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან