13:09 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 14:42:50, 787 ნახვა

ეკონომიკა
Europe-bet.com-ი საფეხბურთო კლუბ “ტორპედო ქუთაისის“ გენერალური სპონსორი გახდა

Europe-bet.com - სა და კლუბ „ტორპედო ქუთაისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის საფუძველზე Europe-bet.com 1 წლის განმავლობაში კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ გენერალური სპონსორი გახდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს დოკუმენტის ოფიციალური ხელმოწერა მოხდა და პრესკონფერენცია გაიმართა.

Europe-Bet.com -ის დაარსების დღიდან, კომპანია საქართველოს ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს ბუკმეკინგის და ონლაინ თამაშების სფეროში.  იგი ძირითად აქცენტს  სანდოობაზე და მომსახურების კომფორტზე აკეტებს. ამის შედეგია, რომ  5 წლის განმავლობაში კომპანია სტაბილურად იზრდება და წარმატებული ინიციატივებით გამოირჩევა. მუდმივმა განვითარებამ და მოწინავე პოზიციამ ბაზარზე ძლიერი ბრენდის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. 

Europe-Bet.com -ის  ძირითადი ფასეულობა იყო და რჩება სპორტის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში. კომპანია 2010 წლიდან მხარს უჭერს და ასპონსორებს სპორტის სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ გუნდებს, მათ შორის: ბილიარდის ფედერაცია; საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია; საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია; საფეხბურთო კლუბი საბურთალო. ამ  სიას ახლა უკვე დაემატა საფეხბურთო კლუბი  „ტორპედო ქუთაისი“. 

„ქუთაისის ტორპედო 2014-2015 წლების ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდია. ბოლო რამდენიმე ტურის შედეგების მიხედვით გუნდმა მე-13 ე ადგილიდან  მე-8 ადგილზე გადმოინაცვლა. მიმდინარეობს გუნდის გადახალისება, გვყავს ახალი მწვრთნელი, ახალი მენეჯმენტი, რაც გვაძლევს იმედს და საშუალებას, მიმდინარე წლის ბოლოსთვის უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. Europe-Bet.com -ის  მიერ შეტანილი წვლილი მისაბაძი მაგალითია ქართული ფეხბურთის თანადგომისა და განვითარების საქმეში“, - განაცხადა კლუბის დირექტორმა,  დავით ფრუიძემ. 

პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ: Europe-Bet.com-ის გენერალური დირექტორი - მაია კოპინაძე, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - გიორგი გვენეტაძე; ქალაქ ქუთაისის მერის  პირველი მოადგილე და კლუბის საპატიო პრეზიდენტი - ნოდარ მიქიაშვილი; გუნდის მთავარი მწვრთნელი - გიორგი დარასელია და ქუთაისის ტორპედოს დირექტორი - დავით ფრუიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics