2015-04-10 13:12:46, 591 ნახვა
საზოგადოება
აღდგომის ღამეს მეტროპოლიტენი უფასოდ იმუშავებს
სააღდგომოდ მეტროპოლიტენი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმუშავებს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 11 აპრილს, მეტროპოლიტენის მუშაობა 24:00 საათიდან 12 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება. დროის ამ მონაკვეთში მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან