13:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 14:14:50, 761 ნახვა

სამხედრო
DIB სკოლასა და RUSI-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტს (RUSI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და RUSI-ის დირექტორმა რაფაელო პანტუჩიმ მოაწერეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი გამოცდილების გაზიარებას, ბრიტანელი ექსპერტების ლექციებისა და ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს DIB-ის, თავდაცვის უწყებისა და ბრიტანული ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ. დოკუმენტზე ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრაგაიმართა, სადაც ყურადღება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობასა და მნიშვნელობაზე გამახვილდა. საუბარი თანამშრომლობის მიმართულებებსაც შეეხო.

ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს.

დღესვე, ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა RUSI-ის უფროსი მკვლევარის, დოქტორ იგორ სუტიაგინის ლექციას უმასპინძლებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics