02:37 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 13:22:01, 2226 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
პრეზიდენტი: სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულს, გივი ბერიკაშვილს უკანასკნელ გზაზე ხალხის დიდი სიყვარული მიჰყვება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მსახიობ გივი ბერკაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქარტული საზოგადოება მის ნათელ ხსოვნას პატივს მიაგებს. 

"სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულს, გივი ბერიკაშვილს უკანასკნელ გზაზე ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მიჰყვება.

სიხარული, რომელსაც იუმორითა და ჰუმანიზმით გაჯერებული მისი თეატრალური თუ კინოროლები გვანიჭებდა არაერთ თაობას, ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებათა რიგს ეკუთვნის.

ბატონი გივის აქტიური და მართალი სამოქალაქო პოზიცია იმავე ენერგიით იკვებებოდა, რითაც მისი შემოქმედება - ადამიანისა და სამშობლოს სიყვარულით. წინასაარჩევნო პერიოდში მისი თანადგომა განსაკუთრებით ძვირფასი და გამამხნევებელი იყო ჩემთვის.

ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს 83 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics