02:37 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 20:10:57, 359 ნახვა

საზოგადოება
სერგო რატიანი: საყდრისის დაუზიანებელი ნაწილი ააფეთქეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი საყდრისის მორიგ აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

როგორც რატიანი აცხადებს, დღეს ძეგლის დაუზიანებელი ნაწილის აფეთქება მოხდა. 

„დღეს ვიყავი საყდრისში. ჩემმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ RMG Gold აპირებდა
ძეგლის დაუზიანებელი ნაწილის აფეთქებას, მინდოდა ეს ინფორმაცია მიმეწოდებინა საზოგადოებისთვის და ფაქტიურად რამოდენიმე წუთის წინ შემატყობინეს, რომ ძეგლის დაუზიანებელი ნაწილი აფეთქება უკვე განხორციელდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ძეგლის განადგურება გრძელდება. ის რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება არის ბარბაროსობა. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებს აქვთ დადასტურებული, რომ საყდრისი არის მსოფლიში აქამდე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ოქროს მაღარო. სირცხვილია, რომ ჩვენ თვალწინ გრძელდება ძეგლის განადგურება. მთავრობის მიერ ჩადენილ ამ ვანდალურ აქტს მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში ადარებენ არაბი ფუნდამენტალისტებისა და ავღანელი ტალიბების მიერ ძეგლების განადგურებას.

აუცილებელია მთავრობის დანაშაულის გამოძიება და იმის დადგენა, თუ ვის რა წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულში. 

რამოდენიმე დღის წინ შემატყობინეს, რომ ბურღი დააყენეს ძეგლი იმ ნაწილში, სადაც ნგრევა ჯერ არ იყო განხორციელებული. დღეს რომ ჩავედით, ვნახეთ, რომ ბურღი უკვე მოხსნილი იყო და ეს ნიშნავდა, რომ დანაღმვა დაწყებულია“, – აღნიშნა რატიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics