2017-04-05 14:02:49, 1897 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი: შეიძლება ადამიანი თვლიდეს, რომ ეს მავნე ჩვევაა, მაგრამ სანქცირებას ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს
„მსოფლიო პროცესს, როცა მოწევის შეზღუდვა ხდება, ფეხი უნდა ავუწყოთ“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ გავითვალისწინოთ ჩვენი მოქალაქეები. შეიძლება ადამიანი თვლიდეს, რომ ეს მავნე ჩვევაა, მაგრამ სანქცირებას ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს საზოგადოება და ბუნებრივია ამის თაობაზე გვექნება კითხვები, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებთან თუ რამდენად არის გათვალისწინებული, რომ ჩვენი საზოგადოება ნელ-ნელა გადავიდეს ახალ პრაქტიკაზე“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ცნობისთვის, წარმოდგენილი კანონპროექტით, თამბაქოს მოწევა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულების გარდა, ყველა ტიპის შენობაში აიკრძალება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან