2017-03-31 11:39:19, 1892 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ გიორგაძე: „ქართული ოცნება“ რეიტინგებში რომ ლიდერობს, ახალი არავისთვისაა
"ის, რომ „ქართული ოცნება" ლიდერობს რეიტინგებში, ახალი ამბავი არავისთვის არ არის. ეს საკითხი დაგვანახა არჩევნებმაც",- ასე გამოეხმაურა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე IRI-ს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით პარტიებს შორის პირველ ადგილს "ქართული ოცნება" იკავებს.
"ციფრებთან მიმართებით სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან არაერთხელ აჩვენა დიდი ცდომილება ამგვარმა კვლევებმა. ყველაზე მკაფიო, ზუსტი და რეალისტური გამოვლინება კი არჩევნებზეა",- აღნიშნა გიორგაძემ.
ცნობისთვის, IRI-ს კვლევის თანახმად, პარტიების რეიტინგში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი, „ნაციონალური მოძრაობაა“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან