|
2017-03-30 13:45:17, 2212 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
სოსო ფხაკაძე: ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა
„ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეს მთავარი პარამეტრია იმისა, რომ განისაზღვროს როგორი ვითარებაა ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ეკონომიკური შედეგებს და პარამეტრებს განიხილავენ. "ზედმეტია იმაზე საუბარი თუ რაოდენ ღირებული და მნიშვნელოვანია სწორი და ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. დღეს, ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია გვყავს ფინანსთა სამინისტროდან, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით. გვექნება განხილვა ეკონომიკური შედეგების და პარამეტრების პირველ კვარტალში. პირველი კვარტალი მართლაც საინტერესო იყო, წინა წლის კვარტალს თუ შევადარებთ. ბუნებრივია ამ გამოცოცხლებას მთელი ქვეყანა და ბიზნესი გრძნობს. რა საკვირველია ეს ტრენდი უნდა გაგრძელდეს. გვახარებს ის ფაქტი, რომ დაფიქსირდა საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის, რაც არის მთავარი პარამეტრი იმისა, რომ განისაზღვროს როგორი ვითარებაა ქვეყანაში, ასევე მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს 5% ზრდას წელს და ჩვენ ამას დიდი იმედით ვუყურებთ", - აღნიშნა ფხაკაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდეს, ფხაკაძის თქმით, ბიზნესმა ხელისუფლებასთან ერთად უნდა გააკეთოს უფრო მეტი, რომ ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდეს. "ჩვენ ასეთი შეხვედრების დროს მონოლოგის რეჟიმში არასდროს ვსაუბრობთ. არის დიალოგის და დისკუსიის რეჟიმი. ღიად ვამბობთ იმ თემებს და პრობლემებს, რომელიც არის ქვეყანაში. მთავარი ამოცანაა ხელისუფლებასთან ერთად გაკეთდეს უფრო მეტი ამ ქვეყანაში და უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს, და ზოგადად, ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდეს", - დასძინა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)