2017-03-23 13:48:55, 2023 ნახვა
კომენტარი
გიორგი კახიანი: პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის მიმართ უპატივცემულობას იჩენს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუციასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა დაძაბულ ფონზე არ იყოს.
როგორც კახიანმა აღნიშნა, დაძაბულობის ინსპირირება პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ხდება.
"ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციების პატვისცემა პარლამენტი ყოველთვის ასე იქცევა. ჩვენი მხრიდან ყოველთვის დასტურდება პატივისცემა საპრეზიდენტო ინსტიტუციის მიმართ. თუმცა, სამწუხაროა რომ ამ ბოლო დროს მოხშირდა განცხადებები, რომლითაც უპატივცემულობა პრეზიდენტის ინსტიტუტიდან მჟღავნდება, პარლამენტის მიმართ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან