23:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 15:24:01, 456 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის მეტროსთან ცხოველთა უფლებების დამცველთა აქცია გაიმართა

მეტრო "რუსთველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველთა უფლებების დაცვის მიზნით აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები ცხოველთა მიმართ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებდნენ, რომელიც დედაქალაქის საკრებულომ უნდა განიხილოს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარემ ვახტანგ მამალაძემ აღნიშნა, ცხოველთა უფლებების დამცველები საკრებულოსთან თანამშრომლობენ და იმედს იტოვებენ, რომ საკრებულო ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობაზე იზრუნებს.
  „დღეს  4 აპრილი ეს არის უსახლკარო ცხოველთა  დაცვის    საერთაშორისო დღე.  ამ დღეს ჩვენ ცხოველთა  დაცველები გამოვდივართ  გარეთ ხვდებით მოსახლეობას და ასევე სახელმწიფოს ვახსენებთ, რომ ცხოველთა კეთილდღეობა ეს არის ეროვნული სტრატეგია. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს ცხოველთა კეთილდღეობაზე და მათ მომავალზე რა თქმა უნდა. მოგეხსენებათ, საკრებულომ შეიმუშავა   წესის პროექტი, რომელიც ცოტა არ იყოს ორაზროვანია, მთლიანობაში ჩვენ ცხოველთა დამცველები    ვთანამშრობლობთ საკრებულოსთან, ვმუშაობთ ამ წესის პროექტზე გარკვეული შენიშვნები გვაქვს, წინააღმდეგობაშიც მოვდივართ,  მაგრამ მთლიანობაში ასე თუ ისე პროგრესირებადია  პროექტის მეორე   ახალი    ვარიანტი.   ჩვენ მაინც ვერ გაგვიგია, რომელია პრიორიტეტული საკრებულოსთვის ამ წესის  პროექტში.იმედია, ცხოველების საკეთილდღეოდ ყველაფერი კარგად იქნება.  მოსახლეობას ვთხოვ სიყვარული და სითბო გამოიჩინონ  ქუშაში მყოფი უპატრონო ცხოველების მიმართ“,-განაცხადა ვახტანგ მამალაძემ.         
შეგახსნებთ, რომ აქცია უპატრონო   ცხოველთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics