23:49 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 14:02:57, 2231 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: სტრუქტურული რეფორმების განხორციელების შემდეგ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებსა და მათი იმპლემენტაციის ღონისძიებებზე გაამახვილა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა დეპოზიტების დაზღვევის რეფორმაზე, რომლის განხილვაც, მისი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში უკვე მიმდინარე კვირას დაიწყება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთერთ მნიშვნელოვან რეფორმად დაასახელა კერძო და საჯარო პარტნიორობის კანონის მიღება, რომლის შესაბამისადაც, უკვე მომავალი წლიდან ყველა შესაბამისი სტრუქტურა ამოქმედდება.

„ჩვენ საპენსიო რეფორმის კანონზე მუშაობას მიმდინარე წელს დავასრულებთ, მომავალი წლიდან კი მუშაობას დაიწყებს ყველა სათანადო სტრუქტურა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება გადახდისუუნარობის კანონზე. „ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს მყარი გადაწყვეტილება, რათა მასზე მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდეს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის  დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, „ყველა ამ სტრუქტურული რეფორმის განხორციელების შემდეგ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება“. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics