13:09 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 15:43:59, 552 ნახვა

ეკონომიკა
ვახტანგ ბუცხრიკიძე ცენტრალურ–აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ბანკის საუკეთესო მმართველად დასახელდა

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ჟურნალმა EMEA Finance 2014 წლის ევროპის საბანკო დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინა.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე  ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ბანკის საუკეთესო მმართველად დასახელდა. თიბისი ბანკი კი, საქართველოში   2014 წლის საუკეთესო ბანკად.  
 ხოლო საერთაშორისო ბანკები UBS და Barclays დასახელდნენ საუკეთესო საინვესტიციო ბანკებად საქართველოში 2014 წელს. ეს ის ბანკებია, რომლებმაც გასულ წელს თიბისი ბანკის აქციების პირველადი შეთავაზება (IPO ) განახორციელეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე
ვახტანგ ბუცხრიკიძე, ბანკის პირველი ქართველი მმართველია, რომელმაც პროფესიონალური მიღწევებისათვის EMEA Finance-ის ჯილდო რეგიონის მასშტაბით მიიღო. საუკეთესო ბანკის ჯილდო კი თიბისი ბანკმა საქართველოს მასშტაბით EMEA Finance-ისგან თანმიმდევრულად უკვე მეოთხედ მიიღო.  
„ჩვენთვის საამაყოა, რომ თიბისი ბანკი უკვე მეოთხე წელია იღებს საუკეთესო ბანკის ჯილდოს საქართველოს მასშტაბით. ეს აღიარება ბანკის წარმატებისა და განვითარებისათვის ჩვენი გუნდის სისტემატური, დაუღალავი მუშაობის შედეგია. ასევე მინდა, გამოვხატო ჩემი მადლიერება წლის საუკეთესო მმართველად დასახელებისათვის და მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს თანადგომისა და ეფექტური მუშაობისათვის,“- განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.   
2014 წლის ევროპის საბანკო ჯილდოს საუკეთესო ბანკების სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებად მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბანკები გამოვლინდნენ, როგორებიცაა UniCredit, Citi / HSBC,Deutsche Bank, JP Morgan, Swiss Capital და ა.შ.
EMEA Financeმსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული ფინანსური გამოცემაა, რომელიც იკვლევს  ფინანსურ ბაზრებს  როგორც ევროპაში, ისე ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.   
ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics