09:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 15:01:33, 2034 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მიშველაძე: მედიაომბუდსმენის შერჩევის პროცესში, ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მონაწილეობა უნდა გამოირიცხოს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, მედიაომბუდსმენის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მიესალმება. 

როგორც მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მედიაომბუდსმენის შერჩევისა და დანიშვნის პროცესში ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მონაწილეობა მთლიანად უნდა გამოირიცხოს. 

„დღეს, როდესაც ასე აქტიურად გვიწევს საუბარი მედიის და ჟურნალისტების უფლებებზე, კარგი იქნება დაცვის მყარი მექანიზმის შემუშავება, თუნდაც მედიაომბუდსმენის სახით. თუმცა გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი - მედიაომბუდსმენის შერჩევისა და დანიშვნის პროცესში მთლიანად უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მონაწილეობა და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს კოორდინაციაში სახალხო დამცველთან“, - განაცხადა მიშველაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics