22:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 11:54:53, 2299 ნახვა

სამართალი კომენტარი
ხალვაში: „რუსთავი 2“-ში უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით

„რუსთავი 2“-ში უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით“,-ამის შესახებ  ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

 „ეს არ შეიძლება გაგრძელდეს წლობით, უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს ეს არ იქნება ძალდატანებით, დღეს და ხვალ. შეიცვლება და არ იქნება ერთი პარტიის ტელევიზია, არამედ იქნება ხალხის ტელევიზია. იქნება კრიტიკული და არ იქნება პარტიული“,-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ჟურნალისტის კითხვაზე „მოქმედი გუნდიდან ვინ დარჩება და ვინ წავა „რუსთავი 2“-დან ?

ხალვაშმა აღნიშნა, რომ „ვისაც უნდა წასვლა წავა, ვისაც უნდა დარჩენა, დარჩება“.

„კომერცია არის წარმატების საწინდარი. თუ გვინდა, რომ ვიყოთ წარმატებული და კომერციულად გამართული ორგანიზაცია, არხს უნდა ჰქონდეს პირველ რიგში  რეიტინგი. რეიტინგს სჭირდება პროფესიონალი ადამიანები“,-დასძინა ქიბარ ხალვაშმა.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გუშინ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის წილის 60%-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40%-ის შპს „პანორამა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics