01:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 11:42:07, 2267 ნახვა

სამართალი კომენტარი
მდინარაძე: მთავარია, „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცეთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „რუსთავი2“-თან დაკავშირებით,  სასამართლოს გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლება ყველას აქვს და ამას მათ ვერავინ აუკრძალავს.

როგორც მდინარაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მთავარია, „რუსთავი2“-ის თითოეულ ჟურნალისტს თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცეს:

„რაც შეეხება ქუჩაში გამოსვლას, თუ რაღაცის  გაპროტესტებას, ეს მათი უფლებაა, ვერავინ აუკრძალავს ამას.  მთავარია, რომ „რუსთავი2“-ის თითოეულ  ჟურნალისტს მიეცეს საშუალება თავისუფალი მოქმედების, ისინი სარედაქციო პოლიტიკაში იყვნენ დამოუკიდებლები აბსოლუტურად და დანარჩენი ალბათ  ჩემი შესაფასებელი არ არის“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გუშინ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის წილის 60%-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40%-ის შპს „პანორამა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics