2015-04-02 14:15:39, 310 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
ისუტიციის სახლთან იპოთეკით დაზარალებულები აქციას მართავენ. ისინი გამოსახლების პროცესის შეჩერებასა და იუსტიციის მინსიტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტეს, რის გამოც იუსტიციის სახლის მუშაობა შეაფერხეს.
ადგილზე მობილიზებული პოლიცია შეეცადა აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელიდან გაეყვანა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან