13:18 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 17:06:49, 2186 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ზურაბიშვილი: ბევრ ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი პროგრესულად აღარ ითვლება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის კონსტიტუციიდან ამოღების თაობაზე,  თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს.

მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაში,  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი   პროგრესულ ინსტიტუტად აღარ ითვლება.

„ჩვენთან ეს სისტემა რამდენიმე წელია ინერგება და ძვირადღირებული ფუფუნებაა. რამდენად აუცილებელია მისი გაზრდა, როდესაც სხვა ქვეყნებში აღარ არის მიჩნეული თანამედროვე სასამართლოს ყველაზე მაღალ ფორმად, ამაზე იყო საუბარი. არაფერია გადაწყვეტილი. ეს ინსტიტუტი საქართველოში შემოიღეს პოლიტიკური კუთხით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ტიპის სასამართლო იყოს დღეს უფრო დამოუკიდებელი და ნდობით აღჭურვილი, ვიდრე პროფესიონალი მოსამართლეები“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი არ ფიქრობს, რომ   ეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმების წინაპირობა  იყოს.

„ალბათ, რაღაც დონეზე იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო კომისიაზე  გაჩნდა ინიციატივა, რომ კონსტიტუციიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოღება მოხდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics