2017-02-13 15:19:02, 2364 ნახვა
სამართალი კომენტარი
ირაკლი შოთაძე: პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის დაკითხვა ლოგიკური იყო
მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის დაცვის სამსახურის უფროსის დაკითხვა ლოგიკური იყო.
ამ შემთხვევაში, სოსო ოხანაშვილის დაკითხვა ლოგიკური იყო.
„ის დაცვის უფროსია და კითხვები კონკრეტულად, პატრიარქის დაცვას ეხებოდა, თუ რა წვდომა ჰქონდა კონკრეტულ პიროვნებას და ასევე, სხვა დეტალებს, რასაც საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან