2017-02-08 15:55:18, 2031 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პარლამენტში მანანა კობახიძის ადგილს ანრი ოხანაშვილი დაიკავებს
მანანა კობახიძეს, რომელიც დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია, პარლამენტში ანრი ოხანაშვილი შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ანრი ოხანაშვილს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობის დატოვება მოუწევს.
ოხანაშვილმა პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობა დაახლოებით ორი თვის წინ დაიკავა, თუმცა ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიიდან ამოღებული არ არის.
ცნობისთვის, მანანა კობახიძის კანდიდატურას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 კი, წინააღმდეგი იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან