03:02 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 14:38:34, 1995 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე ირმა ნადირაშვილს: თხრობა კარგად გამოგდით, მაგრამ თქვენს თხრობაში არსებითი შეცდომებია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე  თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სამინისტროში ოპტიმიზაცია ანალიზის შემდეგ ჩატარდა და ამის შედეგად უწყებამ 32 მილიონი  ლარი დაზოგა.

„ქალბატონ ირმას მინდა გამოვეხმაურო თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საკითხზე. თხრობა კარგად გამოგდით, მაგრამ თქვენს მოთხრობებში არის არსებითი შეცდომები. ჯერ ეს ერთი , ოპტიმიზაციის შედეგად ვინც სამსახური დატოვა იყვნენ სამოქალაქო პირები და თუ გაინტერესებთ რაოდენობებსაც მოგაწვდით. ოპტიმიზაცია ჩატარდა ანალიზის შემდეგ.  იქ აღმოჩენილი იქნა მთელი რიგი დუბლირებული ფუნქციები, ხელოვნურად გაზრდილი შტატები, სამოქალაქო მფრინავები და  ბორტ-ტექნიკოსები, რომლებიც ყარაულში იყვნენ გაფორმებული. 32 მილიონი დაიზოგა ამ ოპტიმიზაციის შედეგად“,-განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ირმა  ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროდან ასობით თანამშრომელი და მათ შორის ოფიცრები გაათავისუფლეს. როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, მათი ნაწილის გადამზადებისთვის სახელმწიფომ 10 ათასი ლარი გადაიხადა, „თუმცა ეს თანხები წყალში ჩაიყარა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics