23:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 10:35:47, 2079 ნახვა

სამართალი კომენტარი
„რუსთავი 2“-ის ადვოკატი: თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ მოსამართლეებმა როგორღაც ზეწოლას გაუძლეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  იურისტი თამთა მურადაშვილი მთავარ პროკურატურაში ე.წ. მოსამართლეების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს.

როგორც მურადაშვილმა აღნიშნა, კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ   გამოძიება 14 იანვარს დაიწყო და საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.

„ალბათ, შეუძლებელია, ეს არ დაუკავშირო იმ ზეწოლას, რომელზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ. შეგახსენებთ, ეს არის ის კოლეგია, რომელიც იძიებდა ჩვენ საქმეს, ეს ორი მოსამართლე შედის სწორედ იმ კოლეგიაში, რომელიც 21 ნოემბერს მთელი ღამის განმავლობაში იხილავდა ჩვენ საჩივარს და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქმე დიდი პალატისთვის გადაეცათ და თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ მოსამართლეებმა როგორღაც გაუძლეს გარკვეულწილად ზეწოლას, პირდაპირ პასუხისმგებლობა აირიდეს და მთელ სისტემას გადააკისრეს პასუხისმგებლობა, ვინაიდან, მიმდინარეობდა ზეწოლა რუსთავი 2-ის საწინააღმდეგოდ გამოეტანათ გადაწყვეტილება“,-განაცხადა მურადაშვილმა.

იურისტის თქმით, დღეს ყველა ნიშანია იმისა, რომ სახელწმიფო ნამდვილად ზეწოლას ახორციელებს სასამართლოზე.

ნათელია ჩვენთვის, რომ აქ ნამდვილად არის ზეწოლის აშკარა ნიშნები, ასევე გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც თითქმის მათი გვარები ფიქსირდება ვითომ რაღაც გარიგებაში არიან ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა ცდილობს, რომ შავი ლაქა მოსცხოს ამ ადამიანებს, რომლებიც ცნობილი არიან თავისი პატიოსნებით და კეთილსინდისიერებით თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ცდილობენ, რომ ჩირქი მოსცხონ ამ ადამიანებს, გამოიყვანონ კანონდამრღვევები,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics