23:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 17:21:10, 1860 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: მინდა მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტარებს, ჩვენს მთავრობას, პარლამენტს და წინა ხელისუფლებებს

„მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში“, - ასე გამოეხმაურა  პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას.

მარგველაშვილმა ევროპარლამენტარებს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში. მე მინდა მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტარებს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ევროპის ელჩებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ მიღწევისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მთავრობას აღმასრულებელს და საკანონმდებლოს, როგორც მოქმედს, ასევე წინა ხელისუფლებებს იმ მუშაობისთვის, რაც მათ გასწიეს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისათვის.

ამ მიღწევის შედეგებს არამარტო ქართველები, არამედ მთელი ევროპა მოიმკის გამომდინარე იმ მნიშვნელოვანი წვლილიდან რასაც ქართველები, ქართული კულტურა, საქართველოს მოქალაქეები ითამაშებენ ევროპაში და იმ მნიშვნელოვანი წვლილისგან, რასაც ევროპელები თამაშობენ ქართულ რეალობაში.

მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეებიც ამ შედეგების მომსწრენი და ამ შედეგების მომხმარებლები იქნებიან!", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics