2017-02-02 15:20:10, 1695 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი ვიზალიბერალიზაციაზე: მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამეგობროში მნიშვნელოვანი ნაბიჯით შევედით
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამეგობროში მნიშვნელოვანი ნაბიჯით შევიდა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, დღევანდელი პოლიტიკური გადაწყვეტილება დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ავტორიტეტზე, ბიზნესმენების დაინტერესებასა და არა ერთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე.
„მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამეგობროში მნიშვნელოვანი ნაბიჯით შევედით. კიდევ უფრო მეტად, ვიდრე მას მერე ასოცირებულ წევრობაზე მოვაწერეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავაჭრო ხელშეკრულება და ეს კიდევ ერთი მძლავრი ნაბიჯია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან