12:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 13:40:35, 1777 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე ვეტოზე: იყო გარკვეული მცდელობა, უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენება მომხდარიყო

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის  მიერ ვეტოს დადების საკითხს გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ვეტოს დადებას უარყოფითად აფასებს, ვინაიდან სასამართლო რეფორმა უპრეცედენტო იყო:

„ ვეტოზე ვიმსჯელებთ, თუმცა  ვეტოს დადებას უარყოფითად შევაფასებდი. რეალურად, ეს უპრეცედენტო რეფორმა იყო, რომელიც პარლამენტის მიერ გატარდა და ადგილი ჰქონდა  გარკვეულ მცდელობას,  ამ უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენება მომხდარიყო, რაც ნამდვილად დასანანია“, - განმარტა  ირაკლი კობახიძემ.

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო  დაადო და შესაბამისი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს  დაუბრუნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics