12:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 15:21:34, 1624 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ძაბირაძე: აუცილებელია, რომ კონსტიტუციაში შესწორებები 2020 წლის არჩევნების შემდეგ ამოქმედდეს

საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია კონსტიტუციაში შესწორებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდეს.

როგორც ძაბირაძემ განმარტა, ასეთ შემთხვევაში კომისია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ზეგავლენისგან გათავისუფლდება.

 „ვფიქრობ,  აუცილებელია და კარგი იქნება თუ გადავწყვეტთ,  რომ კონსტიტუციაში შესწორებები ამოქმედდეს  2020  წლის საპარალამენტო  არჩევნების შემდეგ. ეს საშუალებას მოგვცემს კომისია გავათავისუფლოთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ზეგავლენისგან. სამჯერ  მოხდა ფუნდამენტური შესწორებების შეცვლა კონსტიტუციაში და სამივე შემთხვევაში მნიშნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია იმან, რომ კონსტიტუციაში შესული შესწორებები დატვირთული  იყო იმ პოლიტიკური მოვლენებით, რაც იმ წუთში ქვეყანაში  ვითარდებოდა. მგონია, რომ სანამ პარლამენტს გადაეცემა ნედლი ვარიანტი, რომელსაც კომისია შეიმუშავებს, იქნებ კომისიამ თვითონ მოაწყოს მისი განხილვა საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელიც დარჩა უკმაყოფილი, რომ კომისიის წევრი არ არის და  ა.შ.  შემდეგ შეიკრიბოს კომისია, თუ იქიდან რამე წინადადება იქნება, მიღებული  წინადადებები გადაამუშაოს  და ამის შემდეგ წავიდეს პარლამენტში. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ საქართველოში კონსტიტუციის შემუშავების პროცესი, იმიტომ რომ 25 წელია ეს პროცესი მიდის და  დამთავრდება თუ არა კაციშვილმა არ იცის“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics