03:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 11:50:21, 1650 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ტარიელ ლონდარიძე: გადავწყვიტე მიხეილ სააკაშვილი დავტოვო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის როლია.

ლონდარიძე  Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა პარტიაში არსებული დაპირისპირების განმუხტვა და გამაერთიანებელი ლიდერის როლის შესრულება  ვერ შეძლო.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილის როლია , რომელმაც ვერ შეძლო პარტიაში დაპირისპირების განმუხტვა და გამაერთიანებელი ლიდერის როლის შესრულება, რაც პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. დრო გაივლის, ვნებათაღელვა ჩაცხრება, ცივ გონებაზე თითოეული დაფიქრდება და დასკვნებს გამოიტანს, მეკი გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი და ვცადო დავუმტკიცო საკუთარ თავს რომ მის გარეშეც შემიძლია ვებრძოლო ჩემი ქვეყნის მტრებს. იმედს ვიტოვებ დადგება კვლავაც გაერთიანების დრო. ყველას დიდი მადლობა, მიუხედავად ჩვენი პოზიციებისა ყველანი მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გისურვებთ გამარჯვებას, თქვენ ფრონტის ერთი ფლანგიდან და ჩვენ მეორე ფლანგიდან“,-წერს ლონდარიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics