03:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 14:33:53, 1587 ნახვა

კომენტარი
ვასილ მაღლაფერიძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიაბაზარზე ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე უნდა გახდეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ტელევიზია მედიაბაზარზე ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე უნდა გახდეს.

როგორც მაღლაფერიძემ „მოამბესთან“ საუბარში აღნიშნა, მისი ძირითადი საყრდენი საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ინტელექტუალური რესურსი იქნება.

მაღლაფერიძე ასევე, არსებულ მენეჯმენტში ცვლილებებს არ გამორიცხავს.

„ორშაბათიდან უნდა დავიწყოთ ინვენტარიზაცია და აღვწეროთ, რა შესაძლებლობები გაგვაჩნია. დავიწყებთ გრძელვადიანი გეგმის შედგენას, რომელშიც ყველა აქტივობა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ზუსტად იქნება გაწერილი. უმოკლესი გზა უნდა დავსახოთ, როგორ შევძლებთ ბაზრის ძირითად მოთამაშეებად გახდომას“, -განაცხადა  მაღლაფერიძემ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.

ახალი გენდირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განმეორებითი კენჭისყრისას ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმით აირჩიეს. მეორე კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა 2 ხმა მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics