12:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 12:45:18, 1909 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გვენეტაძე: შეიძლება ფასი ერთ პროდუქტზე გაიზარდოს, მაგრამ არა ყველაზე

14 დეკემბერს გვექნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და ცნობილი გახდება როგორ ვაფასებთ იმ რისკებს, რაც შეიძლება არსებობდეს ინფლაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებს, რომ ინფლაცია დაბალი დარჩეს და დიდი მერყეობა არ ქონდეს. 

“არის აქციზების მატება, ნავთობთან დაკავშირებით შეინიშნება ფასების მატება, მაგრამ არის აგრეთვე სხვა მოვლენები, მათ შორის ბიუჯეტი 2017 წლის, რომელსაც ჩვენ ახლა ვაანალიზებთ. ძალიან ხშირად ისმის კომენტარები, რომ ყველაფერი გაძვირდა იმისდა მიუხედავად, რა ინდექსიც არსებობს და ეს არის საერთაშორისოდ შემუშავებული. ის ინდექსი, რომელიც ყველა მოთხოვნას პასუხობს, ფასების ზრდა საქართველოში არ ყოფილა, ამიტომ გთხოვთ, როდესაც ამაზეა საუბარი იქნებ ოფიციალურ სტატისტიკას გადახედოთ", - განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, შეიძლება ერთი პროდუქტის ფასი გაიზარდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პროდუქტის ფასი იზრდება.

"ვფიქრობ, რომ ინფლაციასთან დაკავშირებით ცუდი სიტუაცია არ გვაქვს, რადგან ეროვნულმა ბანკმა ამაზე იზრუნა, ასევე გავაგრძელებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ინფლაცია დარჩეს დაბალი და არ ქონდეს დიდი მერყეობა”, - განაცხადა გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics