2016-12-01 14:33:08, 1943 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ზვიად ძიძიგური: ლარი მალე დასტაბილურდება, აჟიოტაჟს არ აჰყვეთ
„ეს აჟიოტაჟი ძალიან მალე ჩაცხრება და ლარი დასტაბილურდება“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, განგაშის საფუძველი არ არსებობს.
„ მთავრობა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ღონისძიებებით წარსდგა პარლამენტის წინაშე და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, რომ ლარის დასტაბილურებას შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, განგაშის საფუძველი არ გვაქვს და არც გვექნება მომავალში. შარშანაც იყო ასეთი აჟიოტაჟი და ვინც ლარი დოლარზე გადაახურდავა, დაზარალდა. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ამ აჟიოტაჟს არ აყვნენ”, - აღნიშნა ძიძიგურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან