2016-11-21 20:10:09, 667 ნახვა
სამხედრო
იზორია: არჩევნებამდე 3 თვით ადრე ხიდაშელის ასეთი გადაწყვეტილება პოპულიზმია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით, არჩევნებამდე 3 თვით ადრე ხიდაშელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოპულიზმია.
"შევთანხმდით, რომ გაწვევის შეჩერება ნაჩქარევი იყო.ამ გადაწყვეტილების ავტორი ჯერ კიდევ 2015 წლის ივლისში კომიტეტის სხდომაზე ამბობდა, რომ ამ სისტემის გაუქმება 2016 წელს არარეალისტურია. ყველანაირი ალტერნატივის გარეშე, წინასაარჩევნოდ სამი თვით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის პოპულიზმი“, - განაცხადა იზორიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან