16:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 11:10:03, 732 ნახვა

პოლიტიკა სამხედრო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიას მადლობის წერილს უგზავნის

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი, საქართველოს თავდაცვის მინისტრს  ლევან იზორიას ავღანეთში, ქართველი სამხედროების მიერ, გერმანიის საკონსულოს თანამშრომელთა სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით,  ურსულა ფონ დერ ლეიენის მიერ ლევან იზორიასთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ქართველი სამხედროების ეს ქმედება დასტურია საქართველო-გერმანიას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის.

 „ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო, გასულ კვირას მაზარ-ი-შარიფში მდებარე გერმანიის გენერალურ საკონსულოზე განხორციელებული საშინელი თავდასხმის შემდეგ, მინდა ამ გზით უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ჯარისკაცების პროფესიული ქმედებისათვის. ქართველი ჯარისკაცებისგან შემდგარი სწრაფი რეაგირების ძალების დაუყოვნებელი მოქმედებით, შესაძლებელი გახდა მოვლენების უფრო უარესი განვითარების თავიდან აცილება და ჩვენი საკონსულოს თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ეს აქტიური ქმედება კიდევ ერთი დასტურია საქართველოსა და გერმანიას შორის უკვე მრავალი წლის მანძილზე არსებული შესანიშნავი თანამშრომლობისა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც ბევრ წარმატებას მივაღწევთ ამ ერთობლივი მისიის განხორციელებისას“, - ნათქვამია გერმანიის თავდაცვის მინისტრის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics